რუსეთში ავარიას საქართველოს ერთი მოქალაქე ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა (ვიდეო)

რუსეთში, სტავროპოლის ოლქში თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მოძრავი სარეისო ავტობუსისა და „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა. დაღუპულთაგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე იყო. ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი ავარიის შედეგად საქართველოს სამი მოქალაქეა დაშავებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ორი გარდაცვლილიდან ერთი იყო საქართველოს, ხოლო მეორე რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი. დაშავებულები ორ საავადმყოფოში არიან გადანაწილებული. ერთ-ერთ საავადმყოფოში ოთხი დაშავებულია გადაყვანილი და მათგან სამი საქართველოს მოქალაქეა. სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საკონსულო ცდილობს სამივესთან კონტაქტზე გასვლას. მეორე კლინიკაში, პიატიგორსკის საავადმყოფოში ცხრა დაზარალებულიდან არც ერთი არ არის საქართველოს მოქალაქე“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები