ლევან დავითაშვილი: ახმეტის სოფლებში მოსახლეობას სტიქიისგან დაზიანებული ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექნებათ

„სახელმწიფო მუშაობს კომპანიებთან, რომ დაზიანებული ყურძნის ჩაბარება კახეთში სტიქიისგან დაზარალებულებმა შეძლონ“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მინისტრი ახმეტის მუნიციპალიტეტში წუხელ მოსული ძლიერი წვიმისა და სეტყვისგან მიყენებული ზიანის აღმოფხვრის საგანგებო შტაბის შეხვედრას დაესწრო და არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიიღო.
„გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ ოპერატიულად, რომ გადარჩენილი ყურძნის დაბინავება მოხდეს უპრობლემოდ. ამ შეხვედრაზე დავსახეთ სამომავლო გეგმა. უნდა ითქვას, რომ შტაბს აქვს მუდმივი კონტაქტი კომპანიებთან, რომლებიც სპირტის დამზადებას შეძლებენ დაზიანებული ყურძნისგან და ამ მხრივ ჩაბარების პრობლემა მოსახლეობას არ ექნება. ისე რომ ხვალიდან კრეფვას დაიწყებენ და მოხდება დაზიანებული ყურძნის გადამუშავება, რომ გადავარჩინოთ ის მოსავალი, რომელიც სამწუხაროდ ამ მასშტაბურმა სტიქიამ დააზიანა.“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მინისტრმა, აგროდაზღვევის მექანიზმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და მოსახლეობას მოუწოდა აქტიურად ისარგებლონ აგროდაზღვევით.
„მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ პრობლემას ქონდეს კონკრეტული გადაწყვეტილებები, ამიტომ როდესაც ვსაუბრობთ დარგის განვითარებაზე ის მჭიდროდ არის დაკავშირებული აგროდაზღვევის ინსტრუმენტის გამოყენებასთან. რაც უფრო მეტი იქნება მასშტაბი აგროდაზღვევის დაფარვისა მით უფრო ხელმისაწვდომი იქნება ტარიფები ფერმერებისათვის, თუმცა დღეს სახელმწიფო უკვე ახდენს 50 %-იან თანადაფინანსებას სადაზღვეო სისტემაში,“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დაზარალებულ მოსახლეობა შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები