მესტიის მიმართულებით არსებულ გზაზე რეაბილიტირებული გვირაბი გაიხსნა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 59-ე კმ-ზე რეაბილიტირებული გვირაბი გახსნა.

დღეიდან, მესტიის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის გადაადგილება განახლებული გვირაბის გავლით განხორციელდება. გვირაბის სიგრძე 537 მეტრი, ხოლო დიამეტრი 18,5 მეტრია.

“არსებული გვირაბი დაზიანებული იყო და ვერ აკმაყოფილებდა სატრანსპორტო მოთხოვნებს. გვირაბში  შეუფერხებლად და კომფორტულად გადააგილებისთვის, პროექტის შესაბამისად, განხორციელდა გვირაბის სრული რეაბილიტაცია. კერძოდ, გვირაბის მუდმივი სამაგრის მოწყობა და დაზიანებული ადგილების აღდგენა; სადრენაჟე სისტემებისა და ჰიდროიზოლაციის მოწყობა. ასევე, განხორციელდა გვირაბის პორტალების, გვირაბის სავალი ნაწილის, ტროტუარების რეაბილიტაცია და გვირაბის მოსაპირკეთებელი სამუშაოები.

გვირაბის რეაბილიტაციის პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 6 370 000 ლარი შეადგინა. სამუშაოები 2017 წლის მარტში დაიწყო და მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდა. სამუშაოებზე 150 ადამიანი იყო დასაქმებული”, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები