თბილისში ძლიერი წვიმის გამო, საგანგებო სიტუაციების სამსახურში 3 შეტყობინება შევიდა

0

 

თბილისში ძლიერი წვიმის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ დროისთვის 3 შეტყობინებაა შესული, – ამის შესახებ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.
“საცხოვრებელი სახლების პირველი სართულებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები, ცაბაძისა ანდრონიკაშვილის ქუჩებზე მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმშია. ქალაქში მდინარეების დონე სტაბილურია. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მდინარეებზე წყლის დონისა და რისკზონების მონიტორინგი

სიტუაცია სრულად კონტროლდება.

ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს კოორდინაციის რეჟიმში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში დარეკონ 112-ზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი