თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე უამინდობის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები მოიხსნა

0

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე უამინდობის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები მოხსნა, – ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე უამინდობის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები მოხსნა.
დედალაქში მოსული ძლიერი წვიმის გამო გმირთა მოედნიდან – თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, მდინარე ვერეს ხეობაში და უნივერსიტეტის ქუჩაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარებ გზებზე შეზღუდვები დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობენ დედაქალაქის ქუჩებში ავტოტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის მონიტორინგს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი