ძლიერი წვიმის შედეგად, წყნეთში, დამეწყრილ ტერიტორიაზე ნიაღვარი მოედინება

0

 

ძლიერი წვიმის შედეგად, წყნეთში, დამეწყრილ ტერიტორიაზე მოედინება ნიაღვარი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, წყლის დაგუბების საშიშროება არ არსებობს.
“ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური

მუდმივი მონიტორინგის რეჟიმშია თბილისში არსებული ყველა პატარა მდინარე. წყლის დონე მდინარეებზე სტაბილურია და მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებული და კოორდინაციის რეჟიმშია.

ამდროისთვის დედაქალაქში ნალექმა დაიკლო”, ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი