უხვმა ნალექმა თელავში პრობლემები შექმნა

0

უხვმა ნალექმა თელავში ცენტრალური გზები დააზიანა. განსაკუთრებით რთულია ვითარება რუსთაველის ქუჩაზე, სადაც მოვარდნილმა წყალმა ქვაფენილი აყარა და გზის ნაწილი ჩახერგა. ასევე, მოძრაობა შეფერხებულია მშვიდობის ქუჩაზე.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით დატბორილია საცხოვრებელი სახლები.
მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად სტიქიის ზონაში ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი