აბასთუმანი-საირმის დამაკავშირებელი 3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

ორი მაღალმთიანი კურორტის დამაკავშირებელი უმოკლესი გზის, 3 კმ-ინი მონაკვეთის რეაბილიტაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
როგორც „კვირას“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ორი მაღალმთიანი კურორტის დამაკავშირებელი უმოკლესი გზის, 3 კმ-ინი მონაკვეთის რეაბილიტაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგის მიზნით, ადგილზე, ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი იმყოფებოდა.

აბასთუმანი-საირმის გზის 3,2 კმ-იანი მონაკვეთი, ბაღდათი-აბასთუმნის 60-კმ იანი გზის პროექტის ნაწილია. ბაღდათი-აბასთუმნის გზის რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურების დონესა და მოძრაობის უსაფრთხოებას, შეამცირებს სამგზავრო მანძილსა და დროს (დაახლოებით 90-120 წუთი), საქართველოს ცენტრალური ნაწილიდან დასავლეთის საზღვრამდე. გზის რეკონსტრუქცია გამოაცოცხლებს რეგიონს და გაზრდის დემოგრაფიულ და ეკონომიკურ აქტივობას.

კურორტის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სხვა მიმართულებითაც მიმდინარეობს: რესტავრაცია უტარდება ისტორიულ სახლებსა და ობსერვატორიას. ასევე, დაგეგმილია აბასთუმნის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების სრული რეაბილიტაცია.

აბასთუმანში მიმდინარე პროექტების დონორი მსოფლიო ბანკია, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები