განათლების მინისტრი: მოჭიდავეების მიერ, რუსეთის დროშის ფონზე, ძამბოლატ თედეევის გამოსახულებიანი მაისურების ჩაცმა დაუფიქრებელი ნაბიჯი იყო

„მოჭიდავეების მიერ, რუსეთის დროშის ფონზე, ძამბოლატ თედეევის გამოსახულებიანი მაისურების ჩაცმა, დაუფიქრებელი ნაბიჯი იყო, სპორტსმენებმა ბოდიში მოიხადეს“, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელის და ნაკრების წევრების მიერ რუსეთის დროშის ფერებში შეკერილი, ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრ ძამბოლატ თედეევის გამოსახულებიანი მაისურების ჩაცმასთან დაკავშირებით განაცხადა.
„თემა იმდენად სენსიტიურია, რომ ჯობია, წინასწარ დავფიქრდეთ, ვიდრე ასეთ ნაბიჯს გადავდგამთ. ვფიქრობ, რომ სპორტსმენებმა გააცნობიერეს ეს ნაბიჯი და მოიხადეს ბოდიში”, – განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა და მთავარმა მწვრთნელმა რუსეთის დროშის ფერებში შეკერილი, ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრ ძამბოლატ თედეევის გამოსახულებიანი მაისურები მოირგეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები