აჭარაში, „გეორგია შენი პროექტიას“ საინიციატივო ჯგუფი დაფუძნდა

„ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის” საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, დაფუძნდა „გეორგია შენი პროექტიას“ საინიციატივო ჯგუფი აჭარაში. როგორც ირაკლი შიხიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა აჭარის მოსახლეობასთან აქტიური მუშაობა დაიწყეს. მისივე ინფორმაციით, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები აჭარის მოსახლეობას დეტალურ ინფორმაციას აწვდიან, თუ რას გულისხმობს „გეორგია შენი პროექტია“.
„საინიციატივო ჯგუფი დაიწყებს აქტიურ მუშაობას, რომ გახდეს ყველასთვის გასაგები, თუ რა ეფექტს და რა შესაძლებლობებს მისცემს პროექტი „გეორგია“ საქართველოს მოსახლეობას, რათა საქართველოს მოსახლეობამ გადალახოს ის სიდუხჭირე, ის მძიმე ეკონომიკური ვითარება, რაშიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იმყოფება. ამასთან, უახლოეს მომავალში, ჩვენი საინიციატივო ჯგუფი პანკისში ჩავა და იქაც დავაფუძნებთ საინიციატივო ჯგუფს. გარდა ამისა, ვაპირებთ ჩავიდეთ ფოთში, ზუგდიდში, რაჭა-ლეჩხუმში, შიდა ქართლში, კახეთის სხვადასხვა რაიონებში, ქვემო ქართლში და ჩვენ საქართველოს მასშტაბით გვექნება ასეთი საინიციატივო ჯგუფები.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს მოძრაობა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, არის სახალხო მოძრაობა, რადგან ჩვენ არ ვიბრძვით არანაირი პოლიტიკური დივიდენდებისთვის. ჩვენი მიზანია, დაინერგოს ის სისტემა, რამაც ეფექტი მოუტანა ისრაელს. თუ ვინმეს რაიმე სახის კითხვები გაუჩნდება, შეუძლია შეხედოს ისრაელის სახელმწიფოს და დარწმუნდება, თუ რა ეფექტურად წარიმართა ისრაელში ეს პროექტი“, – აღნიშნა ირაკლი შიხიაშვილმა (პროექტის შესახებ ვრცლად იხილეთ ბმულზე).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები