რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან სატვირთო მანქანების კოლონაა გაჩერებული

სოფელ მლეთასთან, რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან, რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელ გზაზე, სატვირთო მანქანების კოლონაა გაჩერებული. შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსულ მხარეს მათ გატარებასთან დაკავშირებით, ლიმიტი აქვს დაწესებული. უწყების ინფორმაციით, პრიორიტეტი ტურისტებისა და მსუბუქი ავტომობილების გატარებას ენიჭება, ხოლო თუკი დღე-ღამის განმავლობაში, სულ მცირე, 400 ტრაილერი მაინც არ გავიდა, ეს რიგის წარმოქმნას იწვევს.
„180-ზე მეტ ტრაილერს არ ატარებენ, როცა 400 მაინც უნდა გავიდეს, რომ რიგი არ დადგეს. ძალიან ბევრი გაჩერებულია სომხეთის საზღვართან და იქ ელოდებიან რიგს, რომ გადმოვიდნენ“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები