„გიორგი ანწუხელიძე ჩვენი ეპოქის გმირია“, მას 34 წელის შეუსრულდებოდა

დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა, მას 34 წელი შეუსრულდებოდა. ეროვნული გმირი დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
„დღეს გიორგი ანწუხელიძეს 34 წელი შეუსრულდებოდა. გიორგი ჩვენი ეპოქის გმირია, რომელმაც თავისი თავგანწირვით, კიდევ ერთხელ გააძლიერა ჩვენი ისტორიული მეხსიერება და ვალდებულება – დაიცვა შენი ქვეყნის თავისუფლება და ღირსება. დღეს ჩვენი ყველას ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა, მათ შორის, თავდაცვის სფეროში“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით იმყოფებოდა. მინისტრმა გმირის საფლავი ყვავილებით შეამკო.
საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 9 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. 2008 წლის ნოემბრამდე, სამხედრო მოსამსახურე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა. მოგვიანებით, ცხინვალიდან გადმოსვენებული ათი ქართველის ცხედრისათვის ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები