საგარეო უწყება: 17 ქართველ მეზღვაურთან კავშირი გაწყდა

პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე Pantelena IMO 9321469, რომელიც ახდენდა ნავთობის ტრანსპორტირებას და მის ბორტზე 17 ქართველი მეზღვაურია, 14 აგვისტოს გაწყდა კავშირი. ბოლო კონტაქტი დაფიქსირდა აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე, გვინეის ყურეში. გემთმფლობელი ბერძნული კომპანია Lotus Shipping აწარმოებს მოძიების სამუშაოებს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს გემთმფლობელ კომპანიასთან და პანამის დროშის ორგანიზაციასთან ვითარების გარკვევის მიზნით. საქმეში ჩართულია როგორც რეგიონის საზღვაო სამხედრო ძალები, ასევე გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ცენტრი UKMTO.

კომპანია „იალქანის“ ინფორმაციით, კი გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა, სავარაუდოდ, სომალელმა მეკობრეებმა გაიტაცეს. სწორედ ეს კომპანიაა შუამავალი ქართველ მეზღვაურებსა და ბერძნულ დამქირავებელ კომპანიას შორის.

17 ქართველი მეზღვაურიდან 9 პანტელენას ეკიპაჟს 3 კვირის წინ შეუერთდა. ქართველია გემის კაპიტანც. გემზე სულ 19 მეზღვაური იმყოფებოდა. მათგან 2 რუსეთის მოქალაქეა. შუამავალი კომპანიის ინფორმაციით, გემ პანტელენასთან კონტაქტი 14 აგვისტოს გაწყდა როდესაც ის გაბონის სანაპირო წყლებში იმყოფებოდა და ერთ-ერთ პორტში აპირებდა შესვლას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები