საქართველოში უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, 37 სასტუმრო დაჯარიმდა – რას ითვალისწინებს ახალი რეგულაციები

საქართველოს მასშტაბით, 97 სასტუმრო შემოწმდა, რის შედეგადაც, სახანძრო და სხვა სახის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, 37 დაჯარიმდა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში აცხადებენ.

უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, რომ 1 აგვისტოდან, ძალაში შევიდა ახალი გამკაცრებული რეგულაციები, რომელიც სასტუმროებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სახანძრო და სხვა სახის უსაფრთხოებას შეეხება. რეგულაციების მიხედვით, ობიექტებს საევაკუაციო გეგმა, საევაკუაციო და ხანძარსაწინააღმდეგო კიბე უნდა ჰქონდეთ.

„საქართველოს მასშტაბით, 97 სასტუმროა შემოწმებული, აქედან 37 დაჯარიმებულია. ეს რიცხვი, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის მნიშვნელოვნად გაიზრდება, როგორც შემოწმების, ისე დაჯარიმების თვალსაზრისითაც. იქიდან გამომდინარე, რომ ახალი რეგულაციით, პირველი აგვისტოდან, შემოწმებას უკვე დაექვემდებარა ყველა სასტუმრო, ყველა თავშეყრის ადგილი,“- განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, მიხეილ ფეიქრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები