თორნიკე რიჟვაძე: ჩვენთვის უსაფრთხოების ნორმები უმთავრესია

„უსაფრთხოების ნორმები უმთავრესია. შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, შესაბამის უწყებებთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, ჩართული იყო ამ პროცესში”,- ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სასტუმრო „ველმონდის“ დახურვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ხარვეზების გამოსწორების შემდეგ გადაწყდება თუ როგორ გააგრძელებს აღნიშნული ბიზნესოპერატორი საქმიანობას.

“მიღწეულ იქნა კონკრეტული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, დასაქმებული პირები შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილს და ასევე, ხელფასს. რაც შეეხება იმ ხარვეზებს და ნაკლოვანებებს, რომელიც უსაფრთხოების კუთხით ჰქონდა კომპანიას, უახლოეს მომავალში გამოასწორებს, რის შემდეგაც ჩვენ დავსხდებით და დავილაპარაკებთ, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნული ბიზნესოპერატორის საქმიანობა”,- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მისივე განცხადებით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი იყო აქტიურად ჩართული პროცესში და ძალიან ეფექტურად, მოკლე ვადებში მოხდა ვიზიტორების გადაყვანა სხვადასხვა სასტუმროში.

ცნობისათვის, საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის მოთხოვნისა და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სასტუმრო “ველმონდი” (ყოფილი “ლეოგრანდი”) დღეს, 18:00 საათზე დაიხურება. როგორც აჭარის მთავრობასა და საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში აცხადებენ, სასტუმრო ფუნქციონირებას სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაკმაყოფილებისთანავე დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები