წინასაარჩევნო პერიოდში, თბილისში ქუჩებისთვის სახელის გადარქმევა დროებით შეჩერდება

თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, დედაქალაქში ქუჩებისთვის სახელების გადარქმევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების შეჩერებაზეა საუბარი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება არსებული სახელდებული გეოგრაფიული ობიექტებისთვის სახელების გადარქმევის პროცესს, თუმცა ბოლო პერიოდში, ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით და საბჭოთა რეჟიმთან კავშირში მყოფი პირების სახელობის ერთეული ობიექტებისთვის სახელწოდების ცვლილება მაინც განხორციელდა.

„კომისია პასუხისმგებლობით უდგება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ვინაიდან აქტიურად იწყება წინასაარჩევნო კამპანია, ხოლო არჩევნების ჩატარების მნიშვნელოვანი ფაქტორია მოქალაქეების პირადობის დამდგენ დოკუმენტებში და ამომრჩეველთა ერთიან სიებში არსებული მონაცემების იდენტურობა. აქედან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე, არ განხორციელდეს არცერთი სახელდებული ობიექტისთვის სახელის გადარქმევა, რათა ადმინისტრაციულ ორგანოებს და ჩვენს თანამოქალაქეებს არ შეექმნათ გარკვეული ხასიათის პრობლემები ხმის მიცემის პროცესში. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია, მითითებული პერიოდის განმავლობაში, ინტენსიურად განახორციელებს არსებული უსახელო ქუჩების სახელდებას,”- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები