თბილისში, რუსეთის სავიზო ცენტრი გაიხსნა

თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრი გაიხსნა.
მოქალაქეებს სავიზო მომსახურების მიღება ბესიკის ქუჩა N4-ში მდებარე „ბიზნესცენტრ ბესიკზე“ შეეძლებათ.

რუსეთის ოფიციალური სავიზო ცენტრი მოქალაქეებს ყოველ სამუშაო დღეს, 09:00 საათიდან მოემსახურება.

დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია წინასწარი ჩაწერით, ვებგვერდზე – https://tass-georgia.ge/.

დოკუმენტების შეტანისას, განმცხადებელი იხდის საკონსულო გადასახადს და სერვისის საფასურს, რომელიც 30 აშშ დოლარს შეადგენს.

მიღებულ დოკუმენტაციას ცენტრი მეორე სამუშაო დღეს აგზავნის შვეიცარიის საელჩოში მდებარე რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციაში, სადაც ვიზის გაცემის ან ვიზაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შვიდი სამუშაო დღის განმავლობაში უნდა მიიღონ.

რუსთის სავიზო ცენტრის წარმომადგენელის, ალექსეი ჩესნაკოვის განცხადებით, ცენტრში განმცხადებლებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები იქნება.
მისი თქმით, ამისთვის არსებობს კვალიფიციური პერსონალი, 16 მიმღები ფანჯარა და სხვა შესაძლებლობები.

„ეს ცენტრი არის ხელმისაწვდომი ყველასთვის, ვისაც სურს ვიზის აღება. ჩვენ ვთავაზობთ მოქალაქეებს კომფორტულ გარემოს. ჩვენთან შემოტანილი საბუთები გადაიგზავნება რუსეთის ინტერესების სექციაში, სადაც გადაწყდება ვიზის გაცემის ან არგაცემის საკითხი“, – განაცხადა ალექსეი ჩესნაკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები