ლეონიდ ჩერნოვეცკი საქველმოქმედო SMS შეტყობინებების დაბეგვრის პრაქტიკის წინააღმდეგია

საქველმოქმედო ფონდის დამაარსებელი ლეონიდ ჩერნოვეცკი მოუწოდებს საზოგადოებას, აიმაღლოს ხმა საქველმოქმედო SMS შეტყობინებების დაბეგვრის პრაქტიკის წინააღმდეგ. როგორც ის ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, უკრაინაში მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც, თანხის 100%, რომელიც საქველმოქმედო მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნით შეგროვდება, სრულად გადაერიცხება საბოლოო ადრესატს, გადასახადების გადახდის გარეშე.

„როგორ არის საქმე ამ მხრივ საქართველოში? ჯერჯერობით, ყველაფერი ძალიან ცუდადაა! აი, როგორ გამოიყურება ეს მაგალითზე: როდესაც ბენეფიციარს, 1 ლარს ურიცხავთ, მასთან მხოლოდ 54-დან 75 თეთრამდე მიდის, დანარჩენი მობილურ ოპერატორებს მიაქვთ (სხვათა შორის, ოპერატორებს განსხვავებული ტარიფები აქვთ). დარჩენილი თანხიდან სახელმწიფო კიდევ 20%-ს იღებს, საშემოსავლო გადასახადის სახით. ასე რომ, 1 მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გადარიცხული ლარიდან ბენეფიციარი იღებს 44-დან 60 თეთრამდე”, – აღნიშნავს ლეონიდ ჩერნოვეცკი.

მისი თქმით, ეს არის ძარცვა და ამით მოქალაქეებს ქველმოქმედების სურვილი ეკარგებათ.

„დადგა დრო, რომ საქართველოშიც დავფიქრდეთ ამ საკითხზე და მივბაძოთ ევროპული ქვეყნებს და უკრაინას… საზოგადოებამ უნდა თქვას თავისი მტკიცე სიტყვა ყოველი ლარის „დასაცავად“, რომელიც საქველმოქმედო მიზნით არის გადარიცხული და რაც უფრო მეტს იზამს ყოველი ჩვენგანი, მით უფრო მალე დავეხმარებით არა მხოლოდ გაჭირვებულებს, არამედ ყველა ადამიანს, მათ შორს, საკუთარ თავსაც“, – წერს ლეონიდ ჩერნოვეცკი.

“კვირა” ლეონიდ ჩერნოვეცკის ფეისბუქპოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“სატელეფონო ოპერატორებო და დეპუტატებო, რომლებიც მათ „მფარველობთ“, შეწყვიტეთ ბავშვებისა და მოხუცების ძარცვა, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ! უკრაინაშიც კი გაათავისუფლეს გადასახადებისგან საქველმოქმედო მოკლე ტექსტური შეტყობინებები და ახლა იქ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა უფრო მარტივი იქნება! როგორც იქნა, სამართლიანობამ იზეიმა. ამიერიდან თანხის 100%, რომელიც შეგროვდება საქველმოქმედო მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნით, სრულად გადაერიცხება საბოლოო ადრესატს, გადასახადების გადახდის გარეშე. საზოგადოებისთვის, რომელიც ამჟამად საკმაოდ რთულ პერიოდს განიცდის, ეს უდიდეს მიღწევად მიმაჩნია.

როგორ არის საქმე ამ მხრივ საქართველოში? ჯერჯერობით ყველაფერი ძალიან ცუდადაა! აი, როგორ გამოიყურება ეს მაგალითზე: როდესაც ბენეფიციარს 1 ლარს ურიცხავთ, მასთან მხოლოდ 54-დან 75 თეთრამდე მიდის, დანარჩენი მობილურ ოპერატორებს მიაქვთ (სხვათა შორის, ოპერატორებს განსხვავებული ტარიფები აქვთ). დარჩენილი თანხიდან სახელმწიფო კიდევ 20%-ს იღებს, საშემოსავლო გადასახადის სახით. ასე რომ, 1 მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გადარიცხული ლარიდან ბენეფიციარი იღებს 44-დან 60 თეთრამდე. განა ეს ძარცვა არაა? განა ამით მოქალაქეების ქველმოქმედების სურვილი არ ქვეითდება? ხომ არ დადგა დრო, რომ საქართველოშიც დავფიქრდეთ ამ საკითხზე და მივბაძოთ ევროპული ქვეყნებს, უკრაინას მიბაძვა?! მოკლე ტექსტური შეტყობინებების მეშვეობით, ადამიანები გაჭირვებულ, ავადმყოფ და საბრალო ხალხს დახმარების სახით მილიონობით ლარს ურიცხავენ ყოველწლიურად, ხოლო ამ თანხიდან დაახლოებით 70-%-დე მიაქვს სატელეფონო კომპანიებს და სახელმწიფოს! ცხოვრებაში ყველაფერი ფულით არ იზომება, მაგრამ სამწუხაროა ის, რომ ფულზე ამდენი სიცოცხლეა დამოკიდებული! ამიტომ საზოგადოებამ უნდა თქვას თავისი მტკიცე სიტყვა ყოველი ლარის „დასაცავად“, რომელიც საქველმოქმედო მიზნით არის გადარიცხული და რაც უფრო მეტს იზამს ყოველი ჩვენგანი, მით უფრო მალე დავეხმარებით არა მხოლოდ გაჭირვებულებს, არამედ ყველა ადამიანს, მათ შორს, საკუთარ თავსაც”,- წერს ლეონიდ ჩერნოვეცკი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები