თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, სამგორის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, ქინძმარაულის და ნაკადულის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობის, კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, სადგურ „ლილოს“, ლილოს დასახლების და ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, აეროპორტის დასახლების, ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის, შუამთის და თრიალეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების IV კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლის, ტყიბულის, დომენტი ჟღენტის, გიორგი ირემაშვილის, გურამ ქუთათელაძის, ხვანჭკარის, ურეკის, საჩხერის, ჩარგლის, ცოდნისკარის, რამაზ ჩხიკვაძის, ანაპის 414-ე დივიზიის, ქეთევან მაღალაშვილის და შატილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, აღმაშენებლის გამზირის, გიორგი კვინიტაძის, უზნაძის, ჩერნიშევსკის, არჩილ ქურდიანის, ზაქარია ქურდიანის, ივანე ჯავახიშვილის, ჩიქობავას და მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV კვარტლების, აკაკი ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოლმეურნეობის მოედნის, გორგასლის, ნადიკვარის, ფხოვის, თაბუკაშვილის, ვეკუას, ვაჩნაძის და პუშკინის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის და სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III, IV კვარტლების, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), კაპანელის, დელისის, ბერიტაშვილის, ნუცუბიძის, კვაჭაძის, გაზაფხულის, ნადარეიშვილის, კამანის, ინტენსიფიკაციის, დგებუაძის, ჯებაშვილის და გვარამაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), სარაჯიშვილის და გოძიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, მეტრო „ხმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, გლდანისკენ მიმავალი მაგისტრალის, ხევძმარის, შენგელიას, გმირ კურსანტთა, იპოლიტოვ-ივანოვის, დავით სარაჯიშვილის, რომან ჭელიძის, ქერჩის, თემქის, კორინთას, შეშელიძის, ხიზამბარელის, ომარ ხიზანიშვილის, მარკ ბრონშტეინის, ხიზაბავრის, ილია ვეკუას და აკაკი ვასაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები