კახა კოჟორიძე: პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აუდიტის სამსახური ჩვენი ინიციატივით შევიდა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველის, კახა კოჟორიძის თქმით, სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში საკანონმდებლო დარღვევებზე არაფერი წერია. როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აუდიტის სამსახური მათივე ინიციატივით შევიდა.

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აუდიტის სამსახურის შემოსვლა ჩვენი ინიციატივა იყო. დასკვნაში თქვენ ვერ ნახავთ საკანონმდებლო დარღვევაზე მითითებასაც კი. რაც შეეხება რეკომენდაციებს, ვფიქრობ, ყველა სახელმწიფო ორგანიზაციის თუ დაწესებულების სურვილი უნდა იყოს, რომ გულდასმით გაეცნოს და სამომავლო საქმიანობაში გაითვალისწინოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც დასაბუთებულად მიიჩნევს“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

აუდიტის სამსახურის მონაცემებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2017 წელს 1,067,922 ლარის დანამატი და 904,671 ლარის პრემია გასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები