54 წლის ლადო ლეკიაშვილს ოჯახის წევრები მეორე დღეა ეძებენ

ოჯახის წევრები და ნათესავები 54 წლის ლადო ლეკიაშვილს უკვე მეორე დღეა ეძებენ.

როგორც „კვირას“ ლეკიაშვილის ახლობლებმა განუცხადეს, 54 წლის მამაკაცი 14 აგვისტოს, დღის 12.00 საათზე, სახლიდან ინტერნეტის გადასახადის გადასახდელად გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

„ენათმეცნიერია, 14 აგვისტოს სახლიდან გავიდა, ინტერნეტს გადავიხდი და მალე დავბრუნდებიო, დაიბარა, მას შემდეგ, აღარ დაბრუნებულა. პოლიციასაც მივმართეთ. გთხოვთ, თუ ვინმემ სადმე ნახეთ ან რაიმე სახის ინფორმაცია მოგეპოვებათ, დაგვირეკეთ“, – აცხადებენ ოჯახის წევრები.

ლადო ლეკიაშვილი ნუცუბიძის მე-3 პლატოს მე-4 კვარტალში ცხოვრობს. საკონტაქტო ნომრები: 577 47 11 63 / 577 15 50 16

როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, შემოსული შეტყობინების საფუძველზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში შექმნილია ძებნის საქმე და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები