„ლიბერთი ბანკის“ მფლობელმა მიხეილ სააკაშვილს ჰოლანდიის სასამართლოში უჩივლა

„ლიბერთი ბანკის“ მფლობელი ირაკლი რუხაძე საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ჰოლანდიის სასამართლოში უჩივის.

ირაკლი რუხაძემ მიხელ სააკაშვილს მის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებების გამო უჩივლა და სოლიდურ კომპენსაციას ითხოვს.

ჰოლანდიის ქალაქ მიდლბურგის სასამართლოში სასამართლო პროცესი დახურულ ფორმატში, ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ირაკლი რუხაძემ ჰოლანდიის სასამართლოში სარჩელი მიხეილ სააკაშვილის მიერ “რუსთავი 2-ის” ეთერში გაკეთებული განცხადების გამო შეიტანა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი საუბრობდა ბიძინა ივანიშვილის “მაფიაზე” და მან კონკრეტული ბანკები ახსენა, რომელთა მეშვეობითაც სააკაშვილის თქმით, ივანიშვილი საქართველოს მოსახლეობას აზარალებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები