1-ლი ივლისიდან დღემდე, უკანონო ნადირობის 8 ფაქტი გამოვლინდა

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან დღემდე, უკანონო ნადირობის 8 ფაქტი გამოავლინეს. უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 4 ფაქტი ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 3 ფაქტი – კახეთში, ხოლო 1 ფაქტი იმერეთში დაფიქსირდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეები ნადირობისთვის აკრძალული იარაღებით (ე.წ “მანოკით” და ფარით), აკრძალულ დროს ნადირობდნენ. იმერეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში, უმეთვალყურეოდ მიტოვებული, ჩართულ მდგომარეობაში მყოფი ხმოვანი სიგნალის გამომცემი ელექტრო თვითნაკეთი მოწყობილობა ე. წ. “მანოკი” ნახეს, ხოლო კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 3 ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქეებს 7 ერთეული მწყერი ჰყავდათ მოპოვებული. მათ უკანონოდ მოპოვებული მწყერი ჩამოერთვათ. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, რაც ითვალისწინებს ჯარიმას, 150 ლარის ოდენობით.
შეგახსენებთ, რომ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 18 აგვისტოს იხსნება.

კომენტარები

კომენტარი