საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: სასტუმრო „ლეოგრანდმა“ ხვალ, 18:00 საათზე, საქმიანობა უნდა შეაჩეროს

“სასტუმრო „ველმონდმა“ (ყოფილი „ლეოგრანდი“) ხვალ, 18:00 საათზე საქმიანობა უნდა შეაჩეროს”, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ.
უწყების ინფორმაციით, დარღვევების გამოსასწორებლად, სასტუმროს საკმარისი დრო ჰქონდა.
„სასტუმროს ადმინისტრაციას ჰქონდა ყველანაირი ვადა იმისთვის, რომ არათუ გამოესწორებინა კონკრეტული დარღვევები, არამედ ამ მიმართულებით სამუშაოების წარმოება მაინც დაეწყო. შესაბამისად, მოგვმართონ წერილით, განვიხილავთ, ეს სამომავლოდ სასაუბრო თემაა. ამ ეტაპისთვის, ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ სასტუმრომ ექსპლუატაცია ხვალ, 18:00 საათზე უნდა შეაჩეროს. ჩვენი პოზიცია უცვლელია. ეს ეყრდნობა სასამართლოს ორი ინსტანციის გადაწყვეტილებას“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები