ქუთაისის აეროპორტში 3 მოქალაქეს 592 გრამი უკანონოდ შეტანილი ოქრო აღმოუჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საზღვარზე უკანონოდ შემოტანის სამი ფაქტი აღიკვეთა. უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების – ნ.გ-ს, გ.ფ-სა და ჯ.კ.-ს ფიზიკური და კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 61 767 ლარის ღირებულების ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა 592.41 გრამი) აღმოაჩინეს.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები