გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თევზჭერის უკანონო იარაღები ამოიღეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პრევენციული ღონისძიება განახორციელეს. მათივე ცნობით, სამტრედია-დაფნარის მონაკვეთში დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მდინარე რიონის აუზის – ზუთხის სატოფე ადგილები დაათვალიერეს. მოქალაქეებს მდინარეში ერთი ერთეული ჩასადგმელი იარუსი, 57 ერთეული „საზუთხე ანკელარი”, 7 ერთეული ხოლოხი ბადე, ასევე, 20 ერთეული დიდი ზომის ნემსკავი(20მმ) ჰქონდათ ჩაგებული.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თევზჭერის უკანონო იარაღები მდინარიდან ამოიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები