როგორია ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა – “სასუნთქი გზების პრობლემები სხვა ორგანოებზეც გადავიდა”
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი – ივანე მერაბიშვილი ჯანმრთელობის გაუარესების გამო, საპატიმროდან სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ერთსაათიანი გამოკვლევის შემდეგ, მერაბიშვილი კვლავ საპატიმროში დააბრუნეს.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დღესვე, ივანე მერაბიშვილს ადვოკატები ინახულებენ.
როგორც ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, ვანო მერაბიშვილს სასუნთქი გზების პრობლემები ჰქონდა.
“ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ვანო მერაბიშვილს სასუნთქ გზებთან დაკავშირებით, ჰქონდა გარკვეული პრობლემები, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესა. შესაბამისად, სასუნთქი გზების პრობლემები სხვა ორგანოებზეც გადავიდა. თხოვნით მივმართეთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, რომ ვანო მერაბიშვილის გამოკვლევა სამოქალაქო კლინიკაში ჩატარებულიყო. როგორც ინფორმირებული ვარ, იგი გამოსაკვლევად საპატიმროდან გაიყვანეს“, – აცხადებს გიორგი ჩივიაშვილი.