დეველოპერ კომპანიებთან შეხვედრაში მონაწილეობა სემეკის წევრმა, მაია მელიქიძემ მიიღო
ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საკითხებთან დაკავშირებით, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ორგანიზებით, დეველოპერ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა. ტექნოპარკში გამართულ შეხვედრას სემეკის წევრი მაია მელიქიძე, შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის“ სპეციალური მმართველი გიგლა თამაზაშვილი, სამშენებლო კომპანიების, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის, საკრებულოს, სემეკისა და შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სემეკის წევრმა, მაიამ მელიქიძემ შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ მისასალმებელია კომპანიების მიერ ორგანიზებული მსგავსი ტიპის შეხვედრები, რომლებიც მიზნად მნიშვნელოვან საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებას ისახავს.
შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალურმა მმართველმა, გიგლა თამაზაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გაზიფიცირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის, ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საკითხებსა და უსაფრთხო და საიმედო გაზიფიცირების პროცესზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.