საბურთალოს რაიონში ჭილაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების დამაკავშირებელი მონაკვეთის – ჭილაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, ეწყობა ბორდიური და წესრიგდება საფეხმავლო ბილიკები. ტერიტორიაზე დაიგება ასფალტის ახალი საფარიც.
ჭილაძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.
„ჭილაძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ხორციელდება. უკვე დაწყებულია ბორდიურისა და საფეხმავლო ბილიკის მოწყობა. ამ ეტაპზე, საბურთალოს რაიონში საგზაო სამუშაოები 12 მისამართზე მიმდინარეობს. პრიორიტეტების მიხედვით, მსგავსი ტიპის სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
გზის რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 150 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები