ილია მეორემ იტალიის პრეზიდენტს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ქალაქ გენუაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა გამო, იტალიის პრეზიდენტს, სერჯო მატარელას უსამძიმრებს.
„ბატონო პრეზიდენტო, დიდად ვწუხვართ ქალაქ გენუაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
აღვავლენთ ლოცვებს, რათა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ასევე, დაზარალებულთ ღმერთმა მისცეს სულიერი ძალა ამ მძიმე განსაცდელის გადასატანად. მიიღეთ ჩვენი თანაგრძნობა. გთხოვთ, სამძიმარი გადასცეთ მათ და იტალიელ ხალხს. ღრმა პატივისცემით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“ , – ნათქვამია პატრიარქის წერილში.
შემთხვევა გენუაში 14 აგვისტოს მოხდა. საავტომობილო ხიდის ჩამონგრევას, ბოლო მონაცემებით, 39 ადამიანი ემსხვერპლა.


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები