ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის მშენებლობის პროექტზე პროფესიული სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, პროფესიული სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის მშენებლობა-ფუნქციონირების პროექტის გარემოსდაცვითი საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო დეტალური პრეზენტაცია პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ გარემოსდაცვით საკითხებზე. განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე ხელმძღვანელობდნენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობით ხორციელდება. პროექტი ესპანური კომპანია IDOM-ის მიერ შემუშავდა. გარემოზე ზემოქმედების შეფასებას იტალიური კომპანია ANAS INTERNATIONAL და „გამა კონსალტინგი“ უზრუნველყოფენ. პროექტის შემუშავებაში, ქართველ ექსპერტებთან ერთად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ექსპერტები არიან ჩართული.
ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტი სრულად პასუხობს საგზაო უსაფრთხოების ნორმებს, რადგან სახეზეა თანამედროვე სტანდარტით დაპროექტებული გზა.
„მულტიფაქტორული ანალიზის შედეგად, რაც გარემოზე ზემოქმედების, ტექნიკურ-ეკონომიკური, ფუნქციური, გეოლოგიურ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები