„ჯორჯიან მანგანეზის” ორგანიზებით, ჭიათურაში სახალხო დღესასწაული – „თემობა“ გაიმართება

16 აგვისტოს, „ჯორჯიან მანგანეზის” ორგანიზებით, ჭიათურაში სახალხო დღესასწაული – „თემობა“ აღინიშნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ღონისძიება სათემოს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება და, სპორტულ შეჯიბრებებთან ერთად, გამოფენებს და კონცერტს უმასპინძლებს.

ღონისძიებების განრიგი:

12:00 საათი – დოღი;
13:00 საათი – ჭიდაობა;
14:00 საათი – სოფლებს შორის ბაგირის გადაზიდვა;
15:00 საათი – ხელნაკეთი ნივთების გამოფენა;
16:00 საათი _ „შეიცანი ჭიათურა” – ფოტოგამოფენა;
18:00 საათი – კონცერტი – „ნიკოლშოუ და მეგობრები”.

ღონისძიების წამყვანია მსახიობი მაკა შალიკაშვილი.

ღონისძიების მხარდამჭერები და თანასპონსორები:
ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე;
კომპანია “მანგანუმ ლოჯისტიკი”;
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია;
“ფინკა ბანკი”.

„თემობის” ისტორიიდან:

ჭიათურაში უძველესი სახალხო დღესასწაული “თემობა” მე-19 საუკუნიდან აღინიშნება. ტრადიციის მიხედვით, დღესასწაულზე როგორც ჭიათურის, ისე სხვა რაიონების თავკაცები იკრიბებოდნენ და თავს სხვადასხვა სანახაობით იქცევდნენ, მათ შორის: დოღით, ჭიდაობით, მკლავჭიდით…
აქვე წყდებოდა რაიონის და მისი სოფლების უმნიშვნელოვანესი საკითხები, რაც მმართველობას და მასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს უკავშირდებოდა, საფუძველი ედებოდა ახალი ურთიერთობების დამყარებას და სხვა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დღესასწაული მივიწყებას მიეცა, მაგრამ 2013 წელს, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით, ასევე სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების დახმარებით აღდგა და ის ტრადიციულად ყოველ წელს იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები