იუსტიციის სახლში ტაქსის მძღოლებს შესაბამისი რეგისტრაციის გავლა 21 აგვისტოდან შეეძლებათ

2018 წლის პირველი ოქტომბრიდან, თბილისში ნებართვის გარეშე ტაქსით მომსახურება აკრძალულია. ტაქსით მომსახურების ნებართვების მიღება 21 აგვისტოდან თბილისის იუსტიციის სახლშიც იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ დღეს იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა, გივი აზაურაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თბილისის იუსტიციის სახლის მომხმარებელი მათთვის საჭირო და მოთხოვნად მომსახურებას კომფორტულ გარემოში მიიღებს.
ნებართვის მისაღებად, აუცილებელია ელექტრონული ხელმოწერის განხორციელება. ნებართვის მიღება შესაძლებელია როგორც მძღოლის საკუთრებაში, ასევე, მესამე პირის, მათ შორის, იურიდიული პირის საკუთრებაში მყოფ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.
2018 წლის 1 ოქტომბრამდე მიღებული ნებართვა მოქმედი იქნება 2019 წლის 1 ოქტომბრამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები