ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი სოფელ ძლოურდანეთის მოსახლეობას შეხვდა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. შეხვედრა ამჯერად ცხრაწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ძლოურდანეთის მოსახლეობასთან შედგა.
როგორც “კვირას” ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სოფელს გზის, ტრანსპორტისა და წყლის გადაუჭრელი პრობლემები უკვე მრავალი წელია აქვს. გადაწყდა, რომ საჭიროებიდან გამომდინარე, დღეში სამჯერ, სოფლის მოსახლეობას სამარშრუტო ტაქსი მოემსახურება. რაც შეეხება გზას, მისი რეაბილიტაცია მომდევნო წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული. დაიწყება სასმელი წყლის მილების განახლებაც.
„ამ ეტაპზე, ვიდრე სრულ რეაბილიტაციას მოვახდენთ, ვეცდებით, გზის ყველაზე დაზიანებული მონაკვეთი ადგილობრივი რესურსით აღვადგინოთ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი როგორც მოსახლეობასთან და ერთ-ერთ სატრანსპორტო კომპანიასთან შევჯერდით, უახლოეს დღეებში დაიწყებს მოძრაობას. ეტაპობრივად დავიწყებთ წყლის სისტემის განახლებასაც“, – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები