ბოლნისის რამდენიმე ქუჩაზე ქვაფენილის მოწყობითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ბოლნისის რამდენიმე ქუჩაზე ქვაფენილის მოწყობითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც „კვირას“ ბოლნისის თვითმმართველობიდან აცნობეს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ.
მათი ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოები ხარისხიანად მიმდინარეობს და პროექტი ადგილობრივი ნედლეულით ხორციელდება. ამასთან, უმნიშვნელოვანესია, რომ ყველა პროექტში დასაქმებულთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა.
„ჩვენი სამომავლო, რამდენიმეწლიანი გეგმა ქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურის სრულ გამართვას ითვალისწინებს“, -აცხადებენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები