ბათუმში, წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ოჯახები 200-დან 500 ლარამდე კომპენსაციას მიიღებენ

ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ოჯახები 200-დან 500 ლარამდე კომპენსაციას მიიღებენ.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ამ დროისთვის, მერიამ 53 დაზარალებული ოჯახის მდგომარეობა შეისწავლა. მათივე ინფორმაციით, კიდევ არის რამდენიმე განაცხადი შესული, რომელსაც განიხილავენ და აღრიცხავენ ზარალს. დაზარალებულები თანხას ერთი კვირის განმავლობაში მიიღებენ.
ბათუმში, წყალდიდობის შედეგად, გასულ კვირას ასამდე ოჯახის საცხოვრებელი დაიტბორა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები