როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

შავი ზღვის სანაპირო რაიონებში 15 – 16 აგვისტოს მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიის დანარჩენ რეგიონებში იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონში (ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში).
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +24, +29 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
მათივე ცნობით, თბილისში, 14 – 15 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 16 აგვისტოს კი უნალექო ამინდი იქნება. 15 აგვისტოს +26, +28 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 16 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსამდე მოიმატებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები