დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის, კოლხეთის, აბაშიძის, ჭოროხის, კიევის, ნინო ჩხეიძის და ფიროსმანის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის, მიქელაძის და ბელიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ზაქარაიას, კაჭრეთის, ურიდიას და კახიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
ხოლო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ქართველიშვილის, ჯანელიძის, გომბორის, სუმბათაშვილი-იუჟინის, კამალოვის, გულრიფშის, თამარაშვილის, კურნატოვის, სართანიას, სააკაძის, ნიკო მარის და ლიკანის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: საადის, ბოტანიკის, აბანოს, სამღერეთის, შუშინის, მირზა-შაფი ლაზახის, ახუნდოვის, გრიშაშვილის, აჯიაშვილის, თუმანიანის, ბეთლემის, გომის და ზდანევიჩების ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, გულიას, ნიშნიანიძის და შავნაბადას ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, II მიკრორაიონების, ქერჩის (ნაწილობრივ), ფორე მოსულიშვილის, ხიზანიშვილის, ხიზაბავრის და ვეკუას ქუჩების მცხოვრებლებს, ხოლო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, ხვიჩიას, გამსახურდიას, იოსებიძის, შორსის და ქუთათელაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), ქოშიგორის დასახლების (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის, აღმაშენებლის ხეივნის მე-12, მე-13, მე-14, მე-15 კილომეტრების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), სამხედორ გზატკეცილის, შარაშიძის, პეტრიწის (ნაწილობრივ), ყურაშვილის და ჩაჩავას (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის, კუპრაძის და თაყაიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის შესახვევის და ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები