მოძრაობა “ძალა ერთობაშია” შესაძლოა დაიშალოს

სამოქალაქო მოძრაობა “ძალა ერთობაშია”, შესაძლოა დაიშალოს. მიზეზი გაერთიანებაში არსებული განხეთქილებაა, რომელიც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის გარკვეულ საკითხებში აზრთა სხვადასხვაობას უკავშირდება.

მოძრაობის ერთ-ერთი წევრის თქმით, არ არის გამორიცხული, აღნიშნულმა პროცესებმა გაერთიანების დაშლა გამოიწვიოს, რადგან გარკვეული ჯგუფი გაერთიანებიდან წასვლაზე უკვე ფიქრობს.

მოძრაობაში შემავალი ერთ–ერთი პარტიის ხელმძღვანელი ზურაბ ხარატიშვილი აცხადებს, რომ “ძალა ერთობაშია“ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე სუბიექტებისგან შედგება და დისკუსია და აზრთა სხვადასხვაობა სრულიად ბუნებრივი პროცესია, თუმცა გადაუჭრელი პრობლემები არ არსებობს.

მოძრაობა “ძალა ერთობაშია“ 10 ოპოზიციურ პარტიას აერთიანებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები