მესამე მასივში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

0

თბილისის საკრებულოს წევრმა, მესამე მასივის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი დოხტურიშვილმა, სამგორის რაიონის გამგებელთან, კახაბერ გულედანთან ერთად,ზემო პლატოს 40-ე, კალოუბნის N36ა-38-ე, VI კვ 7-13 კორპუსებთან და 176-ე საჯარო სკოლასთან მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
აღნიშნულ მისამართებზე გამოიცვალა წყალარინების ქსელი, ამჟამად კი მიმდინარეობს ტროტუარების და ბორდიურების მოწყობა და ახალი ასფალტის საფარის დაგება.
„მესამე მასივში ვხვდებით მოსახლეობას, ვეცნობით მათ საჭიროებებს, ასევე, მიმდინარეობს იმ სამუშაოების მონიტორინგი, რომელსაც რაიონული გამგეობა ახორციელებს. მიმდინარე საგზაო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება და ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარდება,“ – განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი