გიორგი აბაშიშვილი ახალგაზრდული პროექტის – „დებატები ევროპული მომავლისთვის” მონაწილეებს შეხვდა

0

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, დღეს, რუსთავში, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – „დებატები ევროპული მომავლისთვის” მონაწილეებს შეხვდა. გიორგი აბაშიშვილმა პროექტის ფარგლებში, რუსთავში არსებული ბანაკის ტერიტორია დაათვალიერა და მსმენელებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
“ჩვენ შევხვდით ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს. ეს არის პროექტი, რომელიც ფინანსდება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან და მასში მონაწილეობენ დასავლეთ საქართველოს სკოლების მაღალი კლასის მოსწავლეები, რომლებიც, ერთი მხრივ, ეუფლებიან დებატების ტექნიკას და მეორე მხრივ, ცდილობენ, გაიღრმავონ სამოქალაქო განათლება, მიიღონ მეტი ინფორმაცია ევროკავშირის, ევროინსტიტუტების შესახებ, რაც ახალგაზრდებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი შემდგომ, ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციას გაუწევენ მათ თანატოლებს და ჩვენ მათ მხარდაჭერას განვაგრძობთ”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
პროექტში ოთხი რეგიონის: აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის დამამთავრებელი კლასის ორმოცდაათამდე მოსწავლე მონაწილეობს. დებატების ბანაკი მოიცავს პანელებს ლექცია- დისკუსიებისთვის, კულტურულ – შემეცნებით აქტივობებს, დებატების ტექნიკის ტრენინგებსა და ტურნირს, სადაც გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები და საუკეთესო მომხსენებლები. დებატების ტურნირის მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს შეეხება.

კომენტარები

კომენტარი