ამერიკული მხარე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მოხალისეთა სისტემის განვითარებაში დაეხმარება

0

“ამერიკული მხარე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მოხალისეთა სისტემის განვითარებაში დაეხმარება”, – ამის შესახებ აშშ-ის ჯორჯიის შტატის გენერალმა, რეჯინალდ ნილმა შალვა ხუციშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე 5-წლიან სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს, სადაც აღინიშნა, რომ “სამოქალაქო უსაფრთხოების” კანონის მიღების შემდეგ, სამსახური სწრაფი ტემპით ვითარდება.
“5-წლიანი გეგმა ფოკუსირებულია 4 ძირითად მიმართულებაზე: ესაა ინსტიტუციური განვითარება, ადამიანური რესურსების გაძლიერება, ტექნოლოგიების განვითარება, ინფრასტრუქტურის, სპეცტექნისა და აღჭურვილობის განახლება”, – აღნიშნა შეხვედრაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა.
გენერალმა რეჯინალდ ნილმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 5-წლიანი გეგმის განხორციელებაში დახმარება აღუთქვა.
“ჩვენთვის ძალიან საინტერესოა მოხალისეების სისტემა და ალტერნატიული არასამხედრო სამსახური. ამ მიმართულებით, ჩვენს ქვეყანას დიდი გამოცდილება აქვს, შესაბამისად, ამერიკული მხარე ეცდება, საქართველოს ამ სისტემის ჩამოყალიბებაში დაეხმაროს”, – განაცხადა გენერალმა რეჯინალდ ნილმა შალვა ხუციშვილთან შეხვედრაზე.

კომენტარები

კომენტარი