ტრაპზონში მომხდარი ავარიისას, საქართველოს მოქალაქეები დაშავდნენ – მძღოლი დაკავებულია

0

თურქეთში, ტრაპზონში, ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა, რის შედეგადაც საქართველოს 3 მოქალაქე დაშავდა. შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტომანქანას, რომელიც თურქეთში ქართული სანომრე ნიშნებით გადაადგილდებოდა, საქართველოს 21 მოქალაქე სეზონურ სამუშაოზე მიჰყავდა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული საქართველოს 3 მოქალაქე ტრაპზონის საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. მათ შესაბამის სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ. ადგილზე იმყოფება გენერალური საკონსულო ჯგუფის წარმომადგენელიც.
რაც შეეხება ავტომანქანაში მყოფ დანარჩენ მგზავრებს, მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს და სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაეწიათ. ​მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებულია და ამჟამად დროებით დაკავების იზოლატორში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი