კახა კალაძე – ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, რეფორმები განსახორციელებელია

0

“ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, რეფორმები განსახორციელებელია, რაზეც პარლამენტს მუშაობა უკვე აქვს დაწყებული”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან Human Rights Watch-ის ანგარიშზე კომენტირებისას განაცხადა.
თუმცა, კალაძემ განმარტა, რომ თავად კვლევას არ გასცნობია.
„კვლევას არ გავცნობივარ, მაგრამ რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას, რეფორმები ამ მიმართულებით განსახორციელებელია, რაზეც პარლამენტს დაწყებული აქვს მუშაობა. ჩარჩოებში უნდა მოექცეს ყველაფერი და არ უნდა იყოს ის, რაც მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლომ რომ გამოიტანა გადაწყვეტილება. სახელმწიფოს რაღაც რეგულაციები აუცილებლად შემოსაღები აქვს”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისათვის, Human Rights Watch-მა ანგარიში დღეს გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში ნარკოდამოკიდებულებას, მის მკაცრ აღსრულებას მძიმე და გაუმართლებელი ზიანი მოაქვს.

კომენტარები

კომენტარი