კომისიამ „არასამეწარმეო მედიაკავშირი ობიექტივი“ 3132 ლარით დააჯარიმა

0

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „არასამეწარმეო მედიაკავშირი ობიექტივი“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო, 3132 ლარით დააჯარიმა.
როგორც “კვირას” ეროვნული კომისიიდან აცნობეს, „არასამეწარმეო მედიაკავშირი ობიექტივი“ საკუთარ ეთერში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკურ რეკლამას არასაარჩევნო პერიოდში ათავსებდა. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, იდენტური დარღვევისთვის „არასამეწარმეო მედიაკავშირი ობიექტის“ მიმართ კომისიას გამოყენებული აქვს წერილობითი გაფრთხილება, კომპანიას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის განმეორებით დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმა დაეკისრა და პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო რგოლის სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაევალა.

კომენტარები

კომენტარი