თბილისში, მშობიარობის შემდეგ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტზე, მოკვლევა იწყება

0

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი პაციენტის საქმესთან დაკავშირებით, მოკვლევას იწყებს.
როგორც „კვირას“ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში განუცხადეს, სააგენტოს წარმომადგენლები, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, კლინიკა „ნინოს“ და ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოს შეამოწმებენ.
ამასთან, პაციენტის გარდაცვალების ფაქტზე, შს სამინისტროში გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, სამშობიარო სახლ „ნინოში“, მშობიარობის შემდეგ,  35 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდა. მას სისხლდენა დაეწყო. პაციენტი ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა იგი ოპერაციამდე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი