თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

0
დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სალხინოს, აბაშის, ასხინის, ქვალონის, ცაიშის და ნინოშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის V კვარტლის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, კალოუბნის, შუამთის, მამისაშვილის, ნაკადულის და ქინძმარაულის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის ქუჩის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ერწოს და ხევისუბნის ქუჩების მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 13:00, საათამდე შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, კრწანისის, ნიშნიანიძის და შავნაბადას ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00, საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), თავხელიძის, ქავთარაძის, კოსტავას და ბენდელიანის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის და ბახტრიონის ქუჩის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), სამგორის დასახლების, აეროდრომის დასახლების, მხარგრძელის, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ნოე რამიშვილის, შანდორ პეტეფის, ლაღიძის, წულუკიძის, მანდელშტამის, 17 შინდისელი გმირის, ჩაჩუას და ძეგლევის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I და VI კვარტლების მცხოვრებლებს.
შექმნილი დისკომფორტის გამო, კომპანია მომხმარებლებს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი