ზაზა გაბუნიამ ადიგენის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ორგანიზებული სახალხო დღესასწაულის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

0

ზეკარის უღელტეხილზე დიდმაღალის ქედზე ადიგენის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ორგანიზებით სახალხო დღესასწაული “ზეკარობა” გაიმართა.
ღონისძიებას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია დაესწრო და მოსახლეობას სიტყვით მიმართა.
„მოხარული ვარ რომ დღეს ჩემს სამ შვილთან ერთად ვესწრები ამ ძალიან ლამაზ დღესასწაულს “ზეკარობას”, ადიგენის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ორგანიზებით განხორციელებულ ასეთ სახალხო დღესასწაულს, სადაც ორი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სტუმრებთან ერთად იკრიბება ამ უნიკალურ და ულამაზეს ადგილზე. მახარებს ეს ერთობა, რადგან ასე მხარდამხარ არის შესაძლებელი სახელმწიფოს შემდგომი მშენებლობა და განვითარება”,-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
​სახალხო დღესასწაულში მონაწილეობა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ, პარლამენტის წევრებმა, გია კოპაძემ და კობა ლურსმანაშვილმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს.
მათ სტუმრებს ,,ზეკარობა” მიულოცეს, ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო დოღი, გაიმართა გამოფენა-გაყიდვა, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ კერძებიც, დასასრულს კი საზეიმო კონცერტი გაიმართა.
ცნობისათვის, ზეკარის უღელტეხილზე, დიდმაღალის ქედზე 2015 წლის 9 სექტემბერს ადიგენისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების მიერ საფუძველი საერთო სახალხო დღესასწაულს ,,ზეკარობას” ჩაეყარა.

კომენტარები

კომენტარი