რა ხდება სამეგრელო-ზემო სვანეთში ამ დროისათვის – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ინფორმაციას აქვეყნებს

0

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დღის 2 საათისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სტიქიის შედეგად მიყენებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან, 14:00 საათისთვის შესულია 9 შეტყობინება. ზუგდიდი – მეხანძრე-მაშველებმა 4 საცხოვრებელ სახლში აწარმოეს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. ასევე, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მობილიზებული იყო სასტუმრო “ოქროს საწმისის” მიმდებარედ დატბორილ ტერიტორიაზე. მარტვილი – მეხანძრე-მაშველებმა წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები აწარმოეს სოფელ ბანძაში, 3 საცხოვრებელ სახლში. სენაკი – შესულია 1 შეტყობინება. მეხანძრე- მაშველებმა მოქალაქის საცხოვრებელ სახლში სანიაღვრე არხიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები განახორციელეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, იმერეთის რეგიონიდან და თბილისიდან სახანძრო-სამაშველო სამსახურის დამატებითი ძალებია მობილიზებული.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში საქართველოს სხვა რეგიონებიდან საცხოვრებელი სახლების დატბორვის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ შესულა.

კომენტარები

კომენტარი