დაკარგული რუსი ტურისტის ცხედარი ზღვამ ფოთში გამორიყა

0

ფოთში, მშვიდობის ქუჩის ბოლოში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა. არსებული ინფორმაციით, იგი რუსი ტურისტია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, მალთაყვის ზღვაზე დაიხრჩო.

შეგახსენებთ, რომ რუსი ტურისტი 9 აგვისტოს, მაშველების გაფრთხილების მიუხედავად, ზღვაში საბანაოდ მაინც შევიდა და დაიხრჩო. მასთან ერთად მყოფი ახალგაზრდა ქალი კი ზღვიდან მაშველებმა გამოიყვანეს.

როგორც ,,კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი